გარემოს ეროვნული სააგენტო 6-9 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით:
10 დეკემბრამდე საქართველოში, დროგამოშვებით, ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში 7 დეკემბრის დილამდე ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში მცირე ნალექი სითბოს ფონზეა მოსალოდნელი, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): სითბოს ფონზე მცირე წვიმაა შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): სითბოს ფონზე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.