გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო – მთიან რაიონებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებს.

“11 დეკემბრის გვიან საღამოდან 12 დეკემბრის საღამომდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო – მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი