ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე საქართველოში ხანმოკლე წვიმა და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

უწყების ცნობით, სანაპირო რაიონებში, მათ შორის ანაკლიასა და ფოთში, 18-20 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, ზუგდიდსა და მარტვილში თბილი და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

სააგენტოს განმარტებით, მესტიაში 18 სექტემბერს ცოტა ხნით იწვიმებს, ხოლო 19-20 სექტემბერს თბილ და უნალექო ამინდს ელიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსია ნავარაუდევი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი