გარემოს ეროვნული სააგენტო 23-25 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 23 ოქტომბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 24-25 ოქტომბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა 23 ოქტომბერს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 24-25 ოქტომბერს +14+16 გრადუსი.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 ოქტომბერს უნალექოდ, შემდგომში 24-25 ოქტომბერს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 23 ოქტომბერს დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 24-25 ოქტომბერს +23, +25 გრადუსი, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 23 ოქტომბერს უნალექოდ, 24 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 25 ოქტომბრის დილამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 23 ოქტომბერს დღისით +26, +28 გრადუსი, ხოლო 24-25 ოქტომბერს +22,+24 გრადუსი დაფიქსირდება.