საქართველოში 9 აგვისტომდე ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 9 აგვისტომდე იქნება შენარჩუნებული ჰაერის მაღალი ტემპერატურა.

სინოპტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ზოგან +38, +40 გრადუსს მიაღწევს.

„მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესის, ტყის ხანძრების რისკის და გვალვიანი პირობების ჩამოყალიბების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი