ამინდის პროგნოზი

“გარემოს ეროვნული სააგენტო” 3-5 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, 4 ნოემბრის დილამდე საქართველოში სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექიც, 6 ნოემბრამდე კი კვლავ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 4 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. ხოლო 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 4 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. შემდგომში, 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 4 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. შემდგომში, 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. 

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 4 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. ხოლო 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი