პარლამენტის მიერ 12 აპრილს მიღებული “ამნისტიის შესახებ” კანონში ცვლილებების შედეგად პატიმართა ნაწილმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა.
დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 250 პატიმარი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ასევე, ამნისტიის შედეგად პირები საპატიმროებს მომდევნო დღეებშიც ეტაპობრივად დატოვებენ.
12 აპრილს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო. მიხეილ სარჯველაძის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, ყველას, ვინც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში პატიმრობაში ბრალდებულის ან მსაჯვრედებულის სტატუსით იმყოფებოდ, სასჯელის მოხდის ვადა განსხვავებული წესით დაუანგარიშდა.