თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტროში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
პროფესიით იურისტი და უფლებადამცველი, 2004-2006 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო. ანა დოლიძე არის სამართლის დარგში მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სხვადასხვა პერიოდში საქართველოში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში ლექციებს ატარებდა. 2015 წლიდან დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
არსებული ინფორმაციით, ანა დოლიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააგრძელებს მუშაობას.