ანა წითლიძე – ზუგდიდის 10 საარჩევნო უბანზე საოლქო კომისიის მიერ დანიშნულმა წევრებმა კომისია დატოვეს

ზუგდიდის 10 საარჩევნო უბანზე საოლქო კომისიის მიერ დანიშნულმა წევრებმა კომისია დატოვეს, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა, ანი წითლიძემ, დღეს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ანი წითლიძის განცხადებით,  საუბნო კომისიის წევრებმა უარი თქვეს  “ქართული ოცნების” შტაბის დავალებების შესრულებაზე.

„მათ წასვლის მიზეზად დაასახელეს ოჯახური მდგომარეობა, თუმცა ჩვენთან საუბარში გვითხრეს, რომ ქართული ოცნებიდან ჰქონდათ დავალება, რომლის შესრულებაზე უარი თქვეს. დავალების მიმცემად მათ დაასახელეს შტაბის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია. ჩვენ მადლობას ვუხდით მათ ასეთი გამბედაობისთვის და მოვუწოდებთ სხვებს, რომ არ შეასრულონ უკანონო დავალებები“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი