სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით, ანაკლისს აკვაპარკში, სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა დაისვენეს. აკვაპარკმა მოზარდებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან უმასპინძლა. მთელი დღის განამვლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები ჩატარდა.
300-ზე მეტი სოციალურად დაუცველ ბავშვი გამაგრილებელი სასმელებით ,,კოკა-კოლამ”, ხოლო ნაყინით „გურჯაანის ნაყინმა“ უზრუნველყო.
როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მსგავსი აქციების ჩატარებას განმუხურის აკვაპარკთან ერთად სეზონის განმავლობაში გეგმავენ.