ანაკლია-განმუხურში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. მათ შორის,  მინი-ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, ჭიდაობა,მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ქვიშის ფრენბურთი ფერების ფესტივალი,  დრამერების მსვლელობა. 


სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს აკვაპარკმა ,,ანაკლიამ” უფასო აბონიმენტი გადასცა.


ღონისძიებების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის  სახელმწიფო  რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან გრეტა წიწავასთან და პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. 


ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს ჩართულობისთვის და  როგორც ადგილობრივ ვიზიტორებს, ასევე ტურისტებს მოუწოდეს,  გაატარონ  საზაფხულო სეზონი ანაკლია-განმუხურში. 


ღონისძიებები   ჯგუფი „რეგიონის“ გალა კონცერტით  და  ფეიერვერკით დასრულდა. 
ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართება. 


მხარდამჭერები: 
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო
აკვაპარკი ანაკლია
შპს “Anaklia-Ganmukhuri Resort”

კომენტარები

დატოვე კომენტარი