ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცეში ამ დროისთვის 51 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში კი 18 პირი რჩება.
ამასთან, გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 127 ადამიანის ნიმუში, ყველა პასუხი უარყოფითია, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების წარმომადგენლები დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალ კორონავისუზე კვლევის მიზნით სინჯების აღებას განაგრძობენ.
რეგიონში სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1751 მოქალაქეზე.