ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 44 ადამიანი იმყოფება

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 44 ადამიანი რჩება.

ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში თვითიზოლაციაში 34 პირი იმყოფება.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ ახალ კორონავირუსზე 73 ადამიანის სინჯი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია.

დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოკვლევის მიზნით სინჯების აღება გაგრძელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი