ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 58, ხოლო თვითიზოლაციაში 224 პირი რჩება

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 58, ხოლო თვითიზოლაციაში 224 პირი რჩება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 58 პირია. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 224 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 1002 მოქალაქეს.

გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 21 პირის ნიმუშზე გაკეთდა ანალიზი. ყველა პასუხი უარყოფითია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი