სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში თვითიზოლაციაში ამ დრომდე რჩება 229 ადამიანი, ხოლო 935 პირს იზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამჟამად 64 პირი იმყოფება.
საერთო ჯამში, რეგიონში, ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1638 პირზე.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, გუშინ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული 22 ნიმუშიდან, ყველა უარყოფითია.