ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 77 პირი იმყოფება

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 77 პირი იმყოფება.

ამასთან, სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 37 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა 1774 მოქალაქეზე დამყარდა.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 56 ნიმუში გამოიკვლიეს, აქედან ერთს ვირუსზე კვლავ დადებითი დაუფიქსირდა და გააგრძელებს მკურნალობას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი