სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 78 პირი იმყოფება. რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი 41 პირია.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დამატებით ბიოლოგიურ მასალებს აიღებენ.