„ანაკლია სითის“ წარმომადგენლების ვიზიტი სამხრეთ კორეაში

„ანაკლია სითის“ დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი და კომპანიის წარმომადგენლები სამხრეთ კორეას ეწვივნენ, ვიზიტი 23 სექტემბრამდე გასტანს. „ანაკლია სითის“ წარმომადგენლები ინჩონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას ესტუმრებაინ, მათ გამოცდილებას გაეცნობიან და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

ვიზიტის ფარგლებში, სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს მეშვეობით  დაგეგმილია ათამდე მნიშვნელოვანი ბიზნესშეხვედრა სხვადასხვა კომპანიასთან, მათ შორის „სამსუნგ ელექტრონიქსთან“,  „პანტოს ლოჯისტიკსთან“, „ჰიუნდაისთან“.  სეულში ასევე შედგება შეხვედრა კორეის განვითარების ბანკთან, რომელიც სამხრეთ კორეაში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ ბ-ნ დიმიტრი ქუმსიშვილის 15-17 ივნისს, კორეის რესპუბლიკის კუნძულ ჯეჯუზე გამართული აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მმართველთა საბჭოს მე-2 ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა. 

სამხრეთ კორეის ინჩონის თავისუფალი ეკონომიკური ზონა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მოწინავეა. 13 000 ჰექტარზე გაშენებულმა ინჩონის ზონამ განვითარება 2003 წელს დაიწყო და მისი ყველა ეტაპის დასრულება 2020 წელს იგეგმება. ინჩონში მსოფლიოს წამყვანი მულტინაციონალური კომპანიები სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ, მათ შორის: ბიოტექნოლოგიების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინდუსტრიული მიმართულებებით.

 

ქალაქ ანაკლიის შესახებ

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებასთან ერთად, 2017 წლის ივნისში ქალაქ ანაკლიის პროექტის განვითარება  დაიწყო.

ქალაქი ანაკლია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებით განვითარდება, რეგიონში მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად მოიაზრება.  ქალაქის გაშენება ანაკლიისპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. ქალაქში გაშენდება და განვითარდება როგორც ინდუსტრიული პარკი, ასევე საცხოვრებელი კომპლექსები, გამოიყოფა საგანმანათლებლო  ტერიტორია, საოფისე ფართები, მოეწყობა რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, საგამოფენო სივრცეები და პავილიონები.  ანაკლია სითი“ მოიაზრება, როგორც სატელიტური ქალაქი, სადაცურბანული დაგეგმარება დაეფუძნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებას, რაც გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და გახდის მას უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს .

კომენტარები

დატოვე კომენტარი