ანაკლია წარმოგვიდგენია, როგორც საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დამადასტურებელი პროექტი – პრემიერი

ანაკლიის პორტს სახელმწიფოს მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა. შესაბამისად, რაც უფრო მეტი, პირველ რიგში ამერიკული კომპანია დაადასტურებს ან განაახლებს მის თანხმობას ამ პროექტში მონაწილეობა მიიღოს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ჩვენ წარმოგვიდგენია ანაკლია, როგორც საქართველოს და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დამადასტურებელი პროექტი და რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველა ძლიერ მსხვილ ამერიკულ კომპანიას, რომელიც ინტერესს გამოხატავს ამ პროექტში მონაწილეობისათვის“, – განაცხადა გახარიამ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად.

მოგვიანებით, განცხადება „კონტი ჯგუფმაც“ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ჯგუფს ანაკლიის კონსორციუმიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი