ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო საღამო “ღამის სერენადები” წელს პირველად ანაკლიის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ჩატარდება. ღონისძიების ჩატარების ინიციატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაა.
მათივე ინფორმაციით, 30 აგვისტოს, ანაკლიაში ფესტივალი სლოგანით “ყველაზე ახლოს აფხაზეთთან ჩატარდება”. „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, სწორედ აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი ფესტივალის აღდგენა. 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.