ანაკლიაში “მომავლის ბანაკი”-ს მიმდებარე ტერიტრიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდება

ანაკლიაში “მომავლის ბანაკის” და იქვე მდებარე დასახლების მიმდებარედ ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი გამოცხადდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამუშაოების მოწყობაზე ტენდერი 23 იანვარს გამოცხადა, წინადადებების მიღება კი მიმდინარე წლის 2 თებერვალს იწყება და 14 თებერვალს დასრულდება. შესყიდვაზე ტენდერი 1 374 502 ლარზეა გამოცხადებული.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პრობლემურ მონაკვეთზე, ზღვის სანაპირო ზოლში 100 000 კუბური მეტრი მდინარეული ბალასტის ჩაყრა უნდა მოახდინოს. ზღვამ “მომავლის ბანაკის” წინ მდებარე სანაპირო ზოლი და რამდენიმე მოსახლის ეზო დააზიანა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი