ანაკლიაში რეგიონის ბიზნეს-პრობლემების გადაწყვეტაზე იმსჯელეს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო „ანაკლიაში“ ადგილობრივ ბიზნეს-სექტორს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები შეხვდნენ.

როგორც “newsportal.ge”-ს უწყებიდან აცნობეს, ღონისძიება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პალატის პრეზიდენტი რეგიონული შეხვედრების პროექტის ფარგლებში ზუგდიდში ჩავიდა და ადგილობრივი მეწარმეების პრობლემები მოისმინა. შეხვედრის შემდეგ რამდენიმე პრობლემატური საკითხი გამოიკვეთა, რომლებიც ძირითადად თაფლის, თხილის, ავეჯისა და ეთერ-ზეთების წარმოებას შეეხებოდა. პალატამ გადაწყვიტა მათ აღმოსაფხვრელად ბიზნეს-სექტორისთვის კონკრეტული პროექტები შეეთავაზებინა. 

შეხვედრას ანაკლიაში ადგილობრივი ბიზნეს სექტორის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მონაწილეებმა ჯერ GIZ-ისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეზენტაციები მოისმინეს, შემდეგ კი ღონისძიება დისკუსიის რეჟიმში გადავიდა.

მეწარმეებმა ამჯერად უკვე კონკრეტული დახმარების მიღების მიზნით პრეზენტატორებს კონკრეტული პრობლემები გააცნეს და მხარეებმა მათი გადაჭრისგზები განიხილეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი