“შეიძლება ანაკლიაში საერთაშორისო დონის იპოდრომი გავაკეთო”, – ამის შესახებ “თი ბი სი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ასეთი კომუნიკაციის ენა, პირველ რიგში აფხაზებთან, ურთიერთობას განავითარებს და მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.
“აფხაზებისთვის და მეგრელებისთვის ეს არის კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება. აფხაზეთსა და სამეგრელოში ვერ ნახავთ ვერცერთ სოფელს, ცხენი რომ არ ჰყავდეს და არ აჯიბრებდნენ ერთმანეთს. ასე იყო ისტორიულად. მინდა, რომ ეს გავხადო მთელს კავკასიაში ცენტრი, სადაც ხალხს ჩამოვიყვან ჩრდილოეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან, ყაზახებს, ყაბარდოელებს და ანაკლიის პრიზი იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზი. აფხაზეთში მაცხოვრებლებს დავსაქმებთ და ასევე შევთავაზებთ პატარ-პატარა ბიზნესებს, რომლის შემსყიდველები ჩვენ ვიქნებით”, – განაცხადა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ოფიციალურად 2017 წლის 24 დეკემბერს დაიწყება.