ანაკლიაში წყალარინების რეაბილიტაციისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება

ანაკლიის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაში 20 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტს “აზიის განვითარების ბანკი” აფინანსებს. მშენებლობა სამი წლის წინ დაიწყო და წელს დასრულდება.

მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ანაკლიაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჩავიდა. ზურაბ ალავიძესთან ერთად სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მისმა მოადგილემ დავით კოდუამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებაზე 50-მდე ადგილობრივი მუშაობს. ანაკლიაში წყალარინების სისტემა ათწლეულების განმავლობაში გაუმართავი და ამორტიზებული იყო. ახალი გამწმენდი ნაგებობა 1 000-ზე მეტ ადგილობრივ ოჯახს და 10 ათასზე მეტ ტურისტს მოემსახურება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი