ანაკლიაში ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადებზე“ დასწრება თავისუფალი იქნება

30 აგვისტოს ანაკლიის ციხესიმაგრეში მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის და დირიჟორის ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიმართება. „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში, კერძოდ ბიჭვინთაში დაარსდა. ფესტივალი აღდგენის შემდეგ, წელს პირველად ყველაზე ახლოს აფხაზეთთან გაიმართება. მისი სლოგანიც შესაბამისია – „ღამის სერენადები – ყველაზე ახლო აფხაზეთთან“. ამასთან დაკავშირებით განცახდებას სამეგრელო-ზემო სვანეტის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

სპეციალური სცენა მდინარე ენგურზე დამონტაჟდა, სადაც ლიანა ისაკაძე, მსოფლიო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“ და ცეზარ ალვარესი კლასისური მუსიკის შედევრებს შეასრულებენ.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება და ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას კონცერტზე დასწრების საშუალება ექნება.

„ღამის სერენადებზე“ მოწვეული იქნებიან მუსიკალურ სასწავლებლების პედაგოგები, თეატრების, მუზეუმების და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლები.

ღამის სერენადები ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით ტარდება. ღონისძიების სპონსორები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი,“ „კოკა-კოლა“ და „პალმ ბიჩია“.

„ღამის სერენადები“ ანაკლიაში ტრადიციული გახდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი