ანაკლიის პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ანაკლიის პოლიციის უფროსმა პაპუნა დიდიშვილმა დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ “newsportal.ge”-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პოლიციის უფროსის ავტომობილი ანაკლიაში 22 წლის სალომე აქირთავას დაეჯახა. საჭეს თავად პაპუნა დიდიშვილი მართავდა. პროკურატურის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ გამოძიება 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო.

ახალგაზრდა ქალბატონი ჯერ ზუგდიდის, შემდეგ კი, ოჯახის მოთხოვნით, ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, სავადმყოფოში მიყვანისას პაციენტს მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი