ანაკილიის პორტი ციფრებში [Photo]

საქართველოს-პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება კონტრაქტს, რომლის შემდეგაც ანაკლიის პორტის ინვესტორები მშენებლობის პროცესს დაიწყებენ. პორტს რომელიც ხშირი განხილვების, და მსჯელობის საგანია შევეცდებით ციფრებში დაგანახოთ.

ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება, აქტიურ ფაზაში კი პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის იანვრიდან შევა.

პორტის მშენებლობა 7 ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. პორტის პირველი ფაზის შესაძლებლობები იქნება 900 000 კონტეინერამდე წელიწადში.

პორტი ოპერირებას წელიწადში 7 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის მიღწევისთანავე დაიწყებს და ეს მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში მოხდება. პროექტის ღირებულება 2.5 მილიარდი ამერიკული დოლარია.

პორტის მშენებლობის ეტაპზე 3400 ადგილობრივი დასაქმდება, დასრულების შემდეგ უშუალოდ პორტში მუდმივად 6400 ადამიანი იმუშავებს.

ანაკლიის პორტმა პირველი გემი 2019 წლის ბოლოს ან 2020 წლის დასაწყისში უნდა მიიღოს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. ამავდროულად პორტის მიმდებარედ, 600 ჰექტარზე განთავსდება თავისუფალ ინდუსტრული ზონა და აშენდება რკინიგზა. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის საზღვაო ხომალდები.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და მისი ინფრასტრუქტურის ფარგლებში 1000-მდე მიწის ნაკვეთი და 400-მდე შენობა ნაგებობაა ექცევა, აქედან საცხოვრებელი 110-მდე ობიექტია. მესაკუთერეებისგან მიწის გამოსყიდვა მოხდება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით 2014 წლის 5 აგვისტოს გამოაცხადა. ანაკლიის ღრმაწლოვანი ნავსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” (Anaklia Development Consortium) მიმდინარე წლის 5 თებერვალს გაიმარჯვა, რომელიც “თი-ბი-სი” ჰოლდინგისა და ამერიკული Conti International-ის მიერ ერთობლივად დაფუძლებული კომპანიაა.

იხილეთ პორტის განვითარების ეტაპები.

1 etapi

2 etapi

3 etapi

4 etapi

etapi 5

etapi 6

7 etapi

კომენტარები

დატოვე კომენტარი