პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ანაკლიაში უკვე დაწყებულია სამუშაოები, მშენებლობის პირველი ფაზა 2029 წელს დასრულდება.
„ამ პროექტის პირველი ფაზა დასრულდება არაუგვიანეს 2029 წლისა, თუმცა, ტემპების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ბევრად უფრო მოკლე ვადებშიც არის შესაძლებელი პირველი ფაზის დასრულება. ჯამურად, პირველი ფაზის ფარგლებში ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია და პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პორტი მოემსახურება წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს. არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც აუცილებლად სათანადო ვადებში უნდა განხორციელდეს. ეს მთლიანად ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის სათანადო ვადებში განხორციელება და დასრულება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.