ანაკლიის პორტის პროექტზე მზად ვართ ხაზარაძეს სახელმწიფოსთან ვუშუამდგომლოთ – ბიზნესომბუდსმენი

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მისთვის, როგორც ბიზნესომბუდსმენისთვის, ანაკლიის პროექტის გარშემო შექმნილი ვითარება საინტერესოა.

„ჩემთვის, როგორც ბიზნესომბუდსმენისთვის საინტერესოა ანაკლიის პროექტის გარშემო შექმნილი ვითარება. როგორც საჯარო განცხადებებიდან ისმის ანაკლიის პროექტის შესრულების ვადები და სხვა საკითხები პრობლემური ხდება. თუ პორტის პროექტზე მთავრობის მხრიდან მეტი მხარდაჭერაა საჭირო, მზად ვართ მამუკა ხაზარაძეს ვუშუამდგომლოთ სახელმწიფოსთან“, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე არის თუ არა ამ პროცესში ბიზნესზე ზეწოლის ნიშნები, როგორ აფასებს ხაზარაძის განცხადებას მის წინააღმდეგ ორკესტირირებული შეტევისა და მუქარის წერილის შესახებ ირაკლი ლექვინაძე ამბობს – “შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბ-ნი გახარია ან ბ-ნი ხაზარაძე მსგავი შინაარსის წერილებს წერენ. მძიმე ურთიერთბრალდებებია, რაც საჭიროებს სწრაფ და გამჭვირვალე გამოძიებას და ამაზე პროკურატურამ უნდა იმუშაოს“.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ასეთ საქმეებს მეტი ინფორმაცია და გამჭვრივალობა სჭირდება საზოგადეობაშიც, ბიზნეს წრეებშიც.

კომენტარები

დატოვე კომენტარი