ანაკლიის პროექტს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს – მამუკა ბახტაძე

ანაკლიის პორტის პროექტს ჩვენი მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა; ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და მეტიც, ვეხმარებით კონსორციუმის წევრებს, მათაც შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რომ შედეგად საქართველომ მიიღოს ღრმაწყლოვანი პორტი და სრულფასოვნად აითვისოს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა სიეტლში კომპანია SSA Marine-თან გამართულ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სურვილია, მსგავსი პროფილისა და მასშტაბის ამერიკული კომპანიები ანაკლიის პორტის პროექტში უფრო ფართოდ  იყვნენ წარმოდგენილი.

“ჩვენი მთავარი სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ სწორედ საქართველო უნდა იყოს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ამისთვის ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა მივაღწიოთ მიზანს და საქართველო იყოს ეკონომიკური ცენტრი. ანაკლიის პორტის პროექტს ჩვენი მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი