ანაკლიის ყოფილი გამგებელი ბადრი ყორშია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას ბრალდების მხარე ყალბი დოკუმენტების შედგენას და გაცემას ედავებოდა.
საქმე ეხება ანაკლიაში მდებარე 570 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელზეც პროკურორ დავით პაპავას თქმით, ბადრი ყორშიამ იდენტურობის ოქმი შეადგინა ისე, რომ ეს ფართობი კონკრეტულ პირს არ ეკუთვნოდა.
პროკურორის თქმით, ყალბი დოკუმენტები საჯარო რეესტრს გადაეგზავნა და შედეგად მიწის ნაკვეთიც დარეგისტრირდა.
ბადრი ყორშია დანაშაულს აღიარებს. სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე, საპროცესო შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. მას ერთი წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ასევე, სახელმწიფოსთვის ბადრი ყორშიას 2 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.