ანაკლიისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ინგლისურ ენას უფასოდ შეასწავლიან

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობით, აცხადებს მიღებას ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსზე ზრდასრულთათვის, – ამის შესახებ ინფორმაციას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს.

კონსორციუმის ინფორმაციით, აღნიშნული შემოთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ ანაკლიისა და მეზობელი სოფლების მოსახლეობას 17 წელს ზემოთ. გაკვეთილები დაიწყება მარტში და გაგრძელდება 12 კვირის განმავლობაში.

მსურველებს, ანაკლიაში,  კვირაში ორჯერ გაკვეთილებს,   მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები ჩაუტარებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი