1-2 აგვისტოს ზუგდიდში და ანაკლიაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე „ანაკლიის განვითრების კონსორციუმის“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს შეხვდნენ და მათ ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევების ანალიზი, შესაძლო ზემოქმედება და შერბილებული მექანიზმები გააცნეს. ანგარიშს წარდგენის შემდეგ, კონსორციუმის წარმომადგენლებმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს და მათ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების სრული დოკუმენტი, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ შეიმუშავა, საჯარო განხილვებამდე 45 დღის განმავლობაში ღია იყო. დაინტერესებულ პირებს კი შეძლოთ დოკუმენტს გასცნობოდნენ და კონსორციუმის წარმომადგენლებისთვის საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები მიეწოდებინათ.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის თითქმის ერთი წლის განმავლობაში, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობდა. გზშ-ს მომზადების ფარგლებში კონსორციუმმა მკვლევერებთან ერთად ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე 50-ზე მეტი კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს ადგილობრივი ფლორა, ფაუნა, ზღვის ძუძუმწოვრები, ნიადაგი, და წყალი, ეკონომიკური და სოციალური გარემო.