ანესთეზიის ზედოზირება თუ უხარისხო მედიკამენტი – გარდაცვლილი მშობიარეს ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვს

19 წლის სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახი იმ კლინიკის ექიმების უმკაცრესად დასჯას ითხოვს, სადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. მშობიარე კლინიკაში 15 დეკემბერს ზუგდიდიდან შეიყვანეს. მედიკოსებმა საკეისრო კვეთისთვის მოამზადეს, თუმცა საოპერაციოში შესული ქალი კომაში ჩავარდა და რამდენიმე დღეში გარადაიცვალა.

“სესილის ჯანმღთელობის პრობლემა არ ჰქონია, იყო სრულიად ჯანმრთელი. ქუთაისში იმიტო მ წავიყვანეთ, რომ ექოსკოპიური დასკვნიდან გამომდინარე ბავში იყო გარდი-გარდმო. ოპერაციის პროცესში გაჩერდა გული, რამაც გამოიწვია შემდეგ ტვინის შეშუპება, რამაც შემდეგ გამოიწვია უკვეს ფატალური შედეგი. ზუსტად არ იციან და არხც მე ვიცი რა მოხდა იმ დროს. მაგრამ მე გავდივარ კონსულტაციებს კომპეტენტუ ადამიანებთან და მაინც ყველა გზა, როგორც მეუბნებიან, მიდის ანესთეზიისკენ. ან არის გადაჭარბებული დოზა ან კიდევ უხარისხო მედიკამენტი”, – ამბობს გარდაცვლილის დედა.

საკითხს ამ დროისათვის ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს. იმ შემთხვევაში თუკი მომხდარში სისხლის სამართლებრივი დანაშაული გამოიკვეთება, საქმეში საგამოძიებო უწყებები ჩაერთვებიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი