ანჯელის მასივებში საყანე ფართობების პერიმეტრი ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება

აბაშის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ანჯელის მასივებში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს და საყანე ფართობების პერიმეტრი ცივი შესხურერების მეთოდით მუშავდება, – ინფორმაციას ფაროსანას საკოორდინაციო მართვის ცენტრი ავრცელებს.

პირველი ეტაპის გათვალისწინებით, ღონისძიებები მავნებლის პირველი თაობის ნიმფების საწინააღმდეგოდ ხორციელდება. მეორე ეტაპი მოიცავს, უშუალოდ სიმინდის მასივების დამუშავებას.

სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე, აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარედ, დამონტაჟებულია  „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები და მავნებლის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგები. აღნიშნული სადგურების მეშვეობით ხდება მავნებლის მოზიდვა და შემდეგ პრეპარატის შესხურებით მისი ადგილზე განადგურება.

ინტენსიური მონიტორინგის გათვალისწინებით, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს რეგიონების და აჭარის,  იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება, წამლობა   თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით,  ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ანჯელის ტერიოტორიაზე, წამლობით ღონისძიებებს, საკოროდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, რისკების დეპარტამენტის უფროსი დავით აშორდია, მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან და მეფუტკრე ფერმერებთან ერთად გაეცნენ.

მეფუტკრეების განცხადებით, ანჯელის ტერიტორიაზე, ცივი შესხურებით მასიური წამლობა მათთან თანამშრომლობით დაიგეგმა, და იმ დროს დაიწყო, როცა მცენარეებს ყავილობის ფაზა დასრულებული აქვთ. თერმული ნისლით წამლობა მეფუტკრეთა ინეტერსების გათვლისწინებით, საღამო საათებში 21:30 საათიდან ხორციელდება, რათა ფუტკარი მაქსიმალურად იყოს დაცული.

დღეის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში, თერმული ნისლის მეშვეობით დამუშავებული 19 350 ჰა ფართობი. ცივი შესხურების მეთოდით – 12187 ჰა ფართობი. იმ სოფლებში, სადაც მავნებლის მაღალი რაოდენობა ფიქსირდება დამონტაჟებულია 36690 „მოიზიდე და გაანადგურე სადგური და 3074  მონიტორინგის ფერომონი. დამჭერ ხაფანგებზე დაკვირვება და მონიტორინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი