აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე დღეს აირჩიეს.
ჯინჭარაძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აფხაზეთის მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
გიორგი ჯინჭარაძე წლების განმავლობაში საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან მგალობლიშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 2025 წლის 2 ივნისს დატოვა.