აქციებს არ შევწყვეტთ, 19:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან – გრიგოლ ვაშაძე

არ შევწყვეტთ აქციებს, საღამოს, 19:00 საათზე ვიკრიბებით ისევ პარლამენტთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლეს.

„ნახავენ, რამდენი ადამიანი მოვა. პოლიტიკა, პოლიტიკური პარტიები უკვე არაფერ შუაშია აღარ არიან, ე.წ. ხელისუფლება დაუპირისპირდა საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც წაართვა კონსტიტუციური უფლებები და შეურაცხყოფა მიაყენა იმას, რასაც ამდენი წელია, ეს ხალხი იცავს, ეს არის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი