„ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის, გიორგი კორძახიას ინფორმაციით, პარლამენტის წინ აქციის დროს დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა.
მისი თქმით, კლინიკაში 24 ადამიანი შეიყვანეს, მათგან ოთხს ოპერაცია ჩაუტადა.
რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას და მის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.