აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან მივიდნენ

აქციის მონაწილეები პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან მივიდნენ.

ისინი ექსპრემიერს მიმართავენ, რომ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვოს. დემონტსრანტები ამბობენ, რომ ვიდრე ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები არ შეწყდება.

„თავისუფლების მარშის” მონაწილეები დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და მსვლელობით ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ წავიდნენ. მათ პარტიების “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე საპტოტესტო აქცია მე-17 დღეა მიმდინარეობს მოთხოვნით, დატოვოს თანამდებობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი