აქტი, რომელიც განხორციელდა, შეიცავს პირდაპირ მუქარას – წალენჯიხის მერი

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას თქმით, არის კვალი რომელიც მიუთითებს, რომ მისი მანქანა განგებ დაწვეს.

“აი ეს სითხის კვალი ბადებს მოსაზრებას… (მცირე დაქანებაა, სითხე ზემოთ ვერ წავიდოდა!) რომ ადამიანის ნამოქმედარია. მე ვარ ერთადერთი ოპოზიციონერი მერი და მერი რომელიც მუჭში ვერ მოიქციეს და აქტი, რომელიც განხორციელდა შეიცავს პირდაპირ მუქარას”, – აცხადებს ხარჩილავა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი