აქციის მონაწილეები და პოლიციელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თბილისის შემოსასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება მოხდა.

პოლიციამ ადგილზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

დემონსტრანტები გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს.

მანამდეც არაერთხელ დაიძაბა ადგილზე ვითარება, პოლიციამ დააკავა აქციის მონაწილეები, მათ შორის ოპოზიციონერები ნიკა მელია და გიგი უგულავა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი