აქციის მონაწილეებს 2 პირი ხმლითა და ე.წ. ბიტით დაუპირისპირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან წამოსული მარშის მონაწილეებს, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიდიოდნენ, ფილარმონიის მიმდებარედ ორი პირი დაუპირისპირდა. 

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ხმლითა და ე.წ. ბეისბოლის ბიტით შეიარაღებული უცნობი პირები ავტომობილიდან გადმოვიდნენ და აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიაზე გადავიდნენ.

ცნობისთვის, ორი პირი, რომლებიც საპროტესტო მარშის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს.

ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი