აქციის მონაწილეებს კვლავ წყლის ჭავლით შლიან

თბილისში პარლამენტის წინა პერიმეტრზე სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო.

მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით პიროტექნიკას ისროდნენ და სპეცრაზმელებს ლაზერებს ანათებდნენ.

ამ დროისთვის, პარალმენტის მიმდებარედ სამართალდამცველების მობილიზებაა. მათ 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კორდონი აქვთ გაკეთებული. ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე ფარებით დგანან.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზე, სადაც ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცტექნიკაც დგას.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა რუსაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი