არ მაინტერესებს გაკოტრებული პოლიტიკოსების საფუძველს მოკლებული განცხადებები, ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს – პრემიერი

პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, ხოლო ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება შესაბამისად.

“ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული პოლიტიკოსების, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები, ნამდვილად არ მაინტერესებს. მე ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავისი თავი, თქვენ ნახეთ ყველამ, როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის ვაჟბატონ მელიას და ყველას, იგივე პატიმარ სააკაშვილს. ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება შესაბამისად. დანარჩენი სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა, არ მაინტერესებს, პატიმარია, კეთილი ინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი. საქართველოში ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე და ა.შ. არის სრული სპეკულაციები, რა თქმა უნდა არაადეკვატურია ეს ყველაფერი, არავითარი საფუძველი არ არსებობს და ყველას მოგიწოდებთ, რომ შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, რაც არის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარებაზე ვიფიქროთ, შენებაზე ვიფიქროთ,”- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი