„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიზანმიმართულ ჭორებს უწოდებს ინფორმაციას, რომ გაზაფხულზე მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება.
„ეს არის მიზანმიმართული ჭორები. 2011-12 წლიდან პოლიტიკაში ვარ და ამ ტიპის ჭორები ყოველთვის იყო, ასევე კონკრეტულ პოლიტიკოსებზე, ადამიანებზე, პოლიტიკურ პარტიებზე. ეს, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის თანმდევი პროცესია – ჭორები, ინტრიგები, მიზანმიმართული პროპაგანდა კონკრეტულ პარტიაზე და პოლიტიკოსზე. არანაირი ცვლილება და არანაირი სამთავრობო გადაადგილებები დაგეგმილი არ არის“, – განაცხადა კალაძემ.