უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს მიმართავს.
“დღეს მნიშვნელოვანი დღეა – ყველა ჩვენთაგანის ერთიანობის დღე. ჩვენ განსხვავებულები ვართ, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სქესის, სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონიდან, სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული ნიჭის, განსხვავებული ცოდნის, ენების, რელიგიის. მაგრამ გვაერთიანებს ერთი სურვილი: ვიცხოვროთ მშვიდად, ბედნიერად, როგორც ერთმა ოჯახმა – ჩვენს ბავშვებთან და მშობლებთან. ჩვენ გვაქვს ამ ყველაფრის სრული უფლება, რადგან სახლში ვართ, უკრაინაში ვართ. არავის არ შეუყვარდება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი სახლი ერთად. უკრაინა გილოცავთ ერთიანობის დღეს, ერთიანობის ლურჯ-ყვითელ დღეს! აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი, ჩრდილოეთი მხოლოდ ერთად ჟღერს, მაგრამ ძლიერად ჟღერს,” – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.