პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „პატრონებმა“ ოპოზიციური პარტიები ცუდ მდგომარეობაში ჩააყენეს და სწორედ ამას უკავშირდება ის არათანმიმდევრული ნაბიჯები, რომლებსაც ოპოზიციური პარტიები დგამენ”.
„4-დან სამმა ბარიერგადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები, დამატებით 2-მა პარტიამ მიიღო დაფინანსება და არჩევნების შედეგები აღიარეს. მანამდე შეგახსენებთ, რომ „ლელომ“ მიიღო ცესკოში თანამდებობა, აქაც აღიარეს არჩევნების შედეგები. რეალურად, ყველა ხედავს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობაში ყველა დარწმუნებულია, უბრალოდ მათ პატრონების დავალებით გარკვეული თამაში დაიწყეს, ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლა უნდა ეცადათ, თუმცა ესეც ჩაუვარდათ, ახლა განსხვავებული პროცესი წარიმართება. თებერვალში, როდესაც მომდევნო საპარლამენტო სესია გაიხსნება შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში.
საკუთარმა პატრონებმა ეს პარტიები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს და ამას უკავშირდება ის არათანმიმდევრულობა, რომელიც დღეს სახეზეა, ერთი პარტია ამბობს ერთს, დანარჩენები სხვას, სრული შეუთანხმებლობა, ერთი კვლავაც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ყველა დანარჩენმა კი აღიარა. ეს ყველაფერი არის იმ არათანმიმდევრული შედეგის ბრალი, რომელიც მათ გადადგეს. მათ ცადეს, რევოლუციის მოწყობა ძალადობრივი მეთოდებით – ჩაუვარდათ და ახლა არიან აბსოლუტურად დეზორიენტირებულები, ეს არის მათი არათანმიმდევრული ნაბიჯების მიზეზი“, – განაცხადა კობახიძემ.