აშშ მოუწოდებს საქართველოს, დააჩქაროს პროცესი და დაასრულოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის განცხადებით, “საქართველო ახლა ემზადება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის გასატარებლად და აშშ შეშფოთებულია, რომ ამ მეოთხე რეფორმის ტალღა, როგორც ჩანს, შეჩერებულია”.

ამის შესახებ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ საუბრისას განაცხადა.

“შეერთებულმა შტატებმა წლების განმავლობაში დაახლოებით, 50 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა, რათა საქართველოში უფრო დამოუკიდებელი სასამართლო შექმნილიყო. სასამართლოს რეფორმის პირველი, მეორე და მესამე ტალღის ფარგლებში უზარმაზარი პროგრესი განხორციელდა. საქართველო ახლა ემზადება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის გასატარებლად და ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ამ მეოთხე რეფორმის ტალღა, როგორც ჩანს, შეჩერებულია. ამიტომაც მსურს მოვუწოდო პარლამენტს, რათა იმუშავოს ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან და მხედველობაში მიიღოს საერთაშორისო ექსპერტების ხედვები, მათ შორის ჩვენიც, რომელთაც წვლილი შეიტანეს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მუშაობაში რეფორმების მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით და დააჩქაროს ეს პროცესი და დაასრულოს რეფორმების მეოთხე ტალღა. დამოუკიდებელი სასამართლო ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ნდობა გაუჩნდეს სასამართლო ინსტიტუტების მიმართ”, – განაცხადა რუდმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი