ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა წუხელ, გვიან ღამით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე დაკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ქონას ედავება.
შსს ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.