ავარია ჩხოროწყუში – დაშავებულია წალენჯიხის გამგებლის მოადგილე, გარდაცვლილია ერთი მამაკაცი

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთ-ერთი ავტომობილი, რომელსაც წალენჯიხის გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა მართავდა საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილს შეეჯახა, რომელში მჯდომი მამაკაციც ადგილზე გარდაიცვალა. თავად გიორგი ლუკავა კი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. სცვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი